aivnis-sheminva
ინტერიერის დიზაინერი

რა უპირატესობები აქვს აივნის შემინვას​​​​​​​

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

673

0

22.05.2024

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

რა უპირატესობები აქვს აივნის შემინვას

აივანი სახლის მულტიფუნქციური და დასასვენებელი სივრცეა, რომელიც არანაკლებ ყურადღებას საჭიროებს დაგეგმარებისას, ინტერიერის და ექსტერიერის შერჩევისას. ხშირად, კორპუსებში და დიდ საცხოვრებელ კომპლექსებში, აივნები არც ისე კომფორტულია, რადგან ქუჩის ხმაური, მშენებლობების მტვერი და ქაოსი სრულიად ფანტავს იმ ხიბლს და დადებით მახასიათებლებს, რომელიც აივანს შეიძლება გააჩნდეს. ამასთან ერთად, თუ აივანს შემინავთ, თავისუფლად შეგიძლიათ მისი ოთახად ქცევა, სადაც გათბობასა და ვენტილაციას განათავსებთ.

 

ასეთ დროს, აივნის შემინვა შეიძლება საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდეს. სტატიაში ვისაუბრებთ აივნის შემინვის დადებით მხარეებზე და უპირატესობებზე.

 

 

სახლის შეძენის მსურველების დიდი ნაწილი შერჩევის კრიტერიუმად აივნის ხედებსაც ასახელებს. თუმცა, თუ თქვენი აივანი დანიშნულებისამებრ ვერ გამოიყენეთ, ხედიც კარგავს მნიშვნელობას. ასეთ შემთხვევაში, აივნის შემინვა მართლაც კარგი გამოსავალია - ნარჩუნდება ხედიც და თქვენი აივანი მყუდრო, კომფორტულ სივრცედ გარდაიქმნება. ამასთან ერთად, შეინარჩუნებთ ბუნებრივ განათებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში.


მინასთან დაკავშირებული სამუშაოები METRIX-ისგან

მეტის გაგება

სახლის ინტერიერის და ექსტერიერის გათვალისწინებითაც, მინის ინტეგრირება თითქმის ყველა ტიპის დიზაინში შეგიძლიათ - იქნება ეს თანამედროვე, მინიმალისტური, სკანდინავიური, არტ დეკო თუ სხვა.  შემინული აივნის ფანჯრები, რომლებსაც გაღება-დახურვის მექანიზმიც აქვს, პრაქტიკული და კომფორტულია, სივრცეს უფრო ფართოდ აღიქვამთ და თანაც, ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილი და ლამაზია.

 

ამასთან ერთად, ბაზარზე მინის რამდენიმე სახეობაა წარმოდგენილი, რომლებსაც განსხვავებული ვიზუალი და მახასიათებლები აქვთ. ის შეიძლება იყოს როგორც სრულად, ასევე ნაწილობრივ გამჭვირვალე, მბზინვარე ან მქრქალი ზედაპირით. თქვენთვის სასურველი მინის სახეობა აივნის შემინვისთვის საჭიროების, პრიორიტეტებისა და გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ. აივნებისთვის მინის ორი ძირითადი ტიპი გამოიყენება:

 

 

ნაწრთობი მინა

 

წრთობა არის მინის დამუშავების ერთ-ერთი ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს მასალის გაძლიერებას თერმული ან/და ქიმიური მოქმედებებით.

 

ნაწრთობი მინა, სტანდარტულთან შედარებით, ხუთჯერ უფრო ძლიერია და ყველაზე უსაფრთხო მინად ითვლება, რადგან მისი დაზიანება და დამსხვრევა თითქმის შეუძლებელია. თუმცა, თუ მინამ მექანიკური დაზიანება მაინც მიიღო, მსხვრევისას ის მცირე ზომის ნაწილაკებად იშლება, რაც ამცირებს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების შანსს. ამასთან ერთად, ნაწრთობი მინა ხასიათდება ძალიან მაღალ ან ძალიან დაბალ ტემპერატურაში მდგრადობით, ამიტომ აქტიურად გამოიყენება როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში. ნაწრთობ მინას, ყველაზე ხშირად, აივნების შემინვისას, სააბაზანოებში და სამზარეულოში, ავეჯის ან მოაჯირების სახით ვხვდებით.

 

 

დეკორატიული მინა

 

დეკორატიულ მინას, ძირითადად, ესთეტიკური დანიშნულება აქვს, თუმცა, შესაძლებელია მისი პრაქტიკული გამოყენებაც გამყოფების, ტიხრების, მინა ბლოკის და სხვა უამრავი სახით. ის საკმაოდ გამძლეა ტემპერატურის, მექანიკური დაზიანებების და სხვა გარემო ფაქტორების მიმართ. დეკორატიული მინის არაერთი ვარიანტი არსებობს:

 

ვიტრაჟები - დეკორატიული მინის ეს სახეობა გამჭვირვალე, შუქგამტარი, ფერადი მინით შესრულებულ დეკორატიულ კომპოზიციას ეწოდება, რომელსაც ძირითადად ფანჯრების, კარების ან სპეციალურად გამოყოფილი სივრცეების შემინვისთვის იყენებენ. ფერადი ვიტრაჟის მთავარი ხიბლი ისაა, რომ მინა განათებას სხვადასხვა ფერად გარდაქმნის და ინტერიერს უფრო სახასიათოდ აქცევს.

 

სარკისებური -  ასეთი მინა სპეციალურადაა დამუშავებული, ქმნის საკმაოდ ეფექტურ სარკის ეფექტს და ირეკლავს განათებას. მას ძირითადად ექსტერიერში იყენებენ.

 

ფიგურული - მინა, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიითაა დამუშავებული და ზედაპირზე სხვადასხვა რელიეფით, ფორმებით და დიზაინით გხვდებათ, ფიგურული მინა ეწოდება. გამოიყენება, როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში. ის, თუ რა დანიშნულებით გამოიყენებთ, თქვენს გემოვნებაზე და საჭიროებებზეა დამოკიდებული.

 

დაბურული - ამ ტიპის დეკორატიული მინა ნაწილობრივ ატარებს განათებას, თუმცა, მისი ორმხრივად დაბურული ზედაპირი უზრუნველყოფს, რომ გამოსახულება იყოს ნაკლებად ხილვადი (მხოლოდ სილუეტებს აღიქვამთ). დაბურული მინა აქტიურად გამოიყენება საშხაპე კაბინების მოსაწყობად, ასევე აივნებისა და ვერანდების შემინვისთვის.

 

 

უსაფრთხოების სტანდარტები

 

იმისთვის, რომ თქვენს მიერ შერჩეული მინა აივნისთვის უსაფრთხო იყოს და გარანტირებულად გაძლოს მრავალი წლით, აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ფაქტორებს:

1)        ხარისხიანი მონტაჟი: სტრუქტურული მთლიანობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია მინის შესაბამისი წესებით მონტაჟი. ეს საქმე, კი აუცილებლად  გამოცდილ პროფესიონალებს უნდა მიანდოთ.

2)        რეგულარული მოვლა: რადგან 100%-ით დაზღვეული არაფრისგან ვართ, გირჩევთ, ხშირად დაათვალიეროთ და შეამოწმოთ თქვენი მინის სტრუქტურა, მექანიზმებისა და ჩარჩოს სიმყარე. კარგად დააკვირდით, ხომ არ არის გაჩენილი ბზარები ან მექანიკური დაზიანებები. შემჩნევის შემთხვევაში კი, აუცილებლად მიმართეთ შესაბამისი დარგის პროფესიონალ ხელოსანს. ასე თავს დაიზღვევთ გაუთვალისწინებელი, უსიამოვნო შემთხვევებისგან.

3)        გაითვალისწინეთ, რომ შემინვისთვის, აუცილებელია აივანს არ ჰქონდეს ოვალური ან მრავალწახნაგოვანი მოაჯირი, რადგან ამ შემთხვევაში მინების შესაბამისი გადაბმა ვერ ხერხდება.

  

შეჯამებისთვის, თქვენი აივნის მოწყობაში მინის ელემენტების ჩართვას არაერთი უპირატესობა აქვს -  ხედებისა და ბუნებრივი განათების შენარჩუნებიდან დაწყებული, გამძლეობითა და ვიზუალური ეფექტურობით დამთავრებული. 

 

მინის შესაბამისი ტიპის შერჩევით, უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით და ინოვაციური დიზაინის შესაძლებლობების შესწავლით, შეგიძლიათ შექმნათ ლამაზი და ფუნქციური დასასვენებელი სივრცე, რომელიც ყველა სახლს სჭირდება.


გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები