iaponuri-stili-interieris-dizainshi
ინტერიერის დიზაინერი

იაპონური სტილი ინტერიერის დიზაინში

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1154

0

17.01.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

მკვეთრად განსხვავებული ტრადიციების, მდიდარი კულტურის, ბუნებასთან ჰარმონიულად თანაარსებობის და სხვა საინტერესო მახასიათებლების წყალობით იაპონური სტილი ეთნიკური დიზაინის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და მოთხოვნად სტილად ითვლება. იაპონური ინტერიერის დიზაინის ისტორია საუკუნეებს ითვლის, მნიშვნელოვანი აღმავლობა და ფორმირება ფიქსირდება XVI - XVII საუკუნეებში.


სტილის ფორმირება

სტილის ფორმირებაზე გავლენა იქონია რამდენიმე მნიშვნელოვანმა ყოფითმა ფაქტორმა. ესენია:
1. ხშირი უეცარი მიწისძვრები;
2. კლიმატური პირობები;
3. მცირე საცხოვრებელი ფართი ერთ სულ მოსახლეზე;
4. კუნძულებზე მჭიდრო დასახლება;
5. ეროვნული ტრადიციები;
6. განსხვავებული ცხოვრებისეული ხედვა და ფილოსოფია;
7. ბუნებრივი რესურსების სიმწირე.

შეარჩიეთ დიზაინი "მეტრიქსთან" ერთად

მეტის გაგება


იაპონური სტილი

სტილის აქცენტები

თანამედროვე იაპონური სტილი განსხვავდება ტრადიციულისგან, თუმცა ბუნებრივი მასალების გამოყენება ავეჯისთვის და საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის სტილის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელად რჩება. დღესდღეობით ქალაქის ტიპის ბინის იაპონურ სტილში მოსაწყობად ყველა ეროვნული მახასიათებლის დაცვა არ წარმოადგენს აუცილებლობას, საკმარისია სტილის რამდენიმე აქცენტის გამოყენება და სივრცის ჰარმონიულად დაბალანსება.
იაპონური დიზაინის შესაქმნელად მთავარი ჰარმონიისა და წონასწორობის თანაფარდობაა. სტილის აქცენტების გამოყენებით შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღება.

ეს აქცენტებია:

1. ფაიფურის ჭურჭელი და დეკორატიული ლარნაკები შესაბამისი გაფორმებით;
2. ჩაის ცერემონიისთვის განკუთვნილი მოწყობილობა;
3. დეკორატიული მცენარეები, განსაკუთრებთ ბონსაის ხეები;
4. ფერწერული ტილოები;
5. იაპონური ფანრები;
6. ბუდას ფიგურები და ა. შ...


იაპონური ბაღი

იაპონური სტილის ძირითადი პრინციპები

ინტერიერის დიზაინში იაპონური სტილის შესაქმნელად რეკომენდებულია გაითვალისწინოთ შემდეგი პრინციპები:
1. ბუნებასთან სიახლოვე, ბუნების არსის გამოხატვა - რაც ბუნების თემას ეხება არის იაპონური სტილის საფუძველი. თუ თქვენ საკუთარი სახლი გაქვთ და გინდათ ამ სტილში მოაწყოთ, მაშინ ბაღი უნდა იყოს მისი ბუნებრივი გაგრძელება, ამიტომ აუცილებელია პარალელურად იზრუნოთ ბაღის მოწყობაზეც. დიდი ფანჯრიდან აუცილებლად უნდა ჩანდეს იაპონური მცენარეებით, გაზონებით და შადრევნებით გაფორმებული ბაღის თვალწარმტაცი ხედები. ქალაქური ტიპის ბინის მოწყობისას თუ  გარემო პირობები არ იძლევა საშუალებას, მაშინ განწყობის შესაქმნელად გამოიყენეთ მინი შადრევნები, ეთნო ტიპის აქვარიუმები, ჯუჯა მცენარეები, ბამბუკი და ა. შ...
2. ლაკონური ფორმებით, მკაცრი სტილით, დაბალი ავეჯით ადვილად ამოიცნობთ იაპონურ სტილს. დეკორი უნდა შეამცირდეს მინიმუმამდე, რადგან ზედმეტმა დეკორმა ყურადღება არ უნდა გაფანტოს და დაგაშოროთ მთავარ პრინციპს - საკუთარი თავის შეცნობასა და ჰარმონიას.
3. მაქსიმალურად გამოიყენეთ ღია, მონოქრომული თბილი ფერები: კრემისფერი, ქვიშისფერი, მსუყე ნაღებისფერი, რძისფერი და ა. შ... შავი ფერი იაპონურ დიზაინში საკმაოდ ხშირად გამოიყენება, თუმცა მას დამოუკიდებელ ფერად არ თვლიან, ეს არის მხოლოდ ფონი, ნათელი დეტალების გამოსაკვეთად.
4. ავეჯს ძირითადად აქვს დაბალი ფეხები, გლუვი ზედაპირი და გეომეტრიული ფორმები. იაპონური სიბრძნის თანახმად ცხოვრება ტატამზე (იატაკზე) უნდა ხდებოდეს;
5. ბევრი თავისუფალი სივრცე და ნაკლები ნივთები - ეს სტილის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. საცხოვრებელი ოთახების ზონირებისთვის გამოიყენება ბამბუკის ტიხრები ან ბრინჯის ქაღალდგადაკრული ხის ჩარჩოები.


დიზაინი

სტილის საფუძველი

სტილის საფუძველი ეკოლოგიური მასალებია. ოდითგანვე იაპონიის ძირძველი მოსახლეობა საცხოვრებლისთვის იყენებდა ისეთ მასალებს, რაც ბუნებაში მოიპოვებოდა და ადვილად ხელმისაწვდომი იყო. ეს მასალებია: კედარი, ნეკერჩხალი, ლერწამი, ბამბუკი, ხვიარა მცენარეები, აგრეთვე ქვის ფილები, აბრეშუმი. ცუდ ტონად ითვლება ლინოლეუმის, ვინილის, პლასტმასის და მსგავსი მასალების გამოყენება. დასაშვებია ხელოვნური მასალებით ჩანაცვლება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ეკოლოგიური და სუფთაა.


იაპონური განათება

განათება

განათება ეთნიკური სტილის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. სტილის კოლორიტის გამოხატვას ხელს უწყობს გაფანტული ტიპის განათება. მიმართულებითი განათების გამოყენება ამ შემთხვევაში რეკომენდებული არ არის. ეფექტის მისაღწევად გამოიყენება ბრინჯის ქაღალდისა და ბამბუკისგან დამზადებული აბაჟურები. ოთახის სხვადასხვა კუთხეში დაყენებულ ასეთ განათებას შეუძლია ვიზუალის აღქმის შეცვლაც კი. განათების სწორი გადანაწილებით ფართის ზონირების ეფექტის მიღწევაცაა შესაძლებელი, ამ ტექნიკას ხშირად იყენებენ იაპონურ დიზაინში. ასეთი მეთოდით შესაძლებელია გაკეთდეს აქცენტი კონკრეტულ ნივთზე ან ოთახის რომელიმე მონაკვეთზე.


იაპონური დიზაინის ფერთა გამა

ფერი

იაპონური სტილის ძირითადი საწყისი ფერებია თეთრი, შავი და წითელი. იაპონური ფილოსოფიის არსი წესრიგისკენ სწარფვაა, ამიტომ როგორც სხვა ყველაფერში, ასევე ფერებში ქაოსი მიუღებელია. ნახევარტონების და ნათელი ფერების კონტრასტული ნარევის გამოყენება არ არის რეკომენდებული. საკმარისია ერთი სუფთა ფერი მიუსადაგოთ ხის ან ქვის ზედაპირის სტრუქტურას. მაგალითად, ხის ხასიათის და სტრუქტურის გამოსახატავად ხშირად იყენებენ თეთრ ფერს, რადგან მის ფონზე ლამაზად გამოიყურება ხის წლიური რგოლები და კვანძების ქსელი. ერთიან სივრცეში კონკრეტული ზონის გამოსაკვეთად იდეალურია წითელი ფერის გამოყენება. ეს ფერი იაპონურ დიზაინში ასოცირდება ძალასთან და სიმამაცესთან.
რაც შეეხება მუქ ავეჯს - ის ისე ხშირად გამოყენებადი არ არის იაპონურ დიზაინში, როგორც ღია ფერის მასალისგან დამზადებული ავეჯი, თუმცა ასეთი შეფერილიბა სავსებით მისაღებია იაპონური სტილისთვის, მთავარია დაცული იყოს გეომეტრიული წესრიგის პრინციპები.
გარე სამყაროსთნ სიმშვიდისა და ჰარმონიული კავშირის განცდის შესაქმნელად მუქი ფერების გამოყენება დასაშვებია. ამ ეფექტის მიღწევა შესაძლებელია ჩამუქებული ხის სტრუქტურის გამოყენებით, რომელიც იდეალურია შავი ავეჯის დასამზადებლად.


გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები