pop-arti-interieris-dizainis-kashkasha-stili
ინტერიერის დიზაინერი

"პოპ-არტი"-ინტერიერის დიზაინის კაშკაშა სტილი

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

966

0

15.02.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

ინტერიერის დიზაინის ყველაზე პოზიტიური, გამომწვევი, პორვოკაციული  და ახალგაზრდული სტილი, რომელიც XX საუკუნის 50 - 60-იან წლებში გამოჩნდა. დიდი ბრიტანეთის შემოქმედებითი და კრეატიული საზოგადოება, ძირითადად ახალგაზრდები, ფაქტობრივად აუჯანყდნენ მოდერნიზმისა და კონსერვატიზმის ერთფეროვნებას და დამკვიდრებულ ნორმებს. ახლადშექმნილი სტილი, მკვეთრად გამოხატული ეპატაჟური და ამავდროულად კრეატიული ბუნებით, ეწინააღმდეგებოდა საყოველთაოდ მიღებულ ჩარჩოებს და მისი მხიარული, ცოტა არასერიოზული ვიზუალი არაფერი იყო სხვა, თუ არა პროტესტი მასობრივი კულტურის დოგმების მიმართ.  სულ რაღაც რამდენიმე წელში პოპ-არტის დიზაინი სხვა ქვეყნებშიც (განსაკუთრებით ამერიკაში) გავრცელდა და დიდი პოპულარობაც მოიპოვა.


რა არის "პოპ-არტი"?

სახელწოდება "პოპ-არტი"  შემოკლებული ვერსიაა და სიტყვასიტყვით ნიშნავს "პოპულარულ ხელოვნებას". თავიდან პოპ-არტის დიზაინი  მხოლოდ კაფე-რესტორნებისთვის გამოიყენებოდა, მოგვიანებით მოთხოვნადი გახდა საცხოვრებელი ბინებისთვისაც. ინტერიერის განსაკუთრებული მკვეთრი, ხასხასა ფერების გამო ბევრმა ის არასერიოზულ და არაპრაქტიკულ სტილად აღიქვა, თუმცა გავიდა წლები და აღმოჩნდა, რომ ის კომფორტული და პრაქტიკულია, ავეჯის „მეგობრულმა ფასებმა“ კი ის უფრო სასურველად აქცია. ფანტაზიის თავისუფლება და სიმარტივე დაეხმარა სტილს სწრაფად მოეპოვებინა პოპულარობა ბრიტანეთის, აშშ-ს და სხვა ქვეყნების მოსახლეობაში. ხალხის სიყვარულის მიზეზი მარტივი ასახსნელია: რატომ უნდა იყიდო ძვირადღირებული ინტერიერი, როცა შეიძლება დახარჯო ნაკლები და ცნობილი ადამიანების პორტრეტების და პლასტმასის კონტრასტული ფერის ავეჯის გამოყენებით მიიღო იგივე კომფორტი?

პოპ-არტი


სივრცის მოწყობა "მეტრიქსის" დიზაინით

მეტის გაგება

ვისთვისაა "პოპ-არტი"?

პოპ-არტი  შოკისმომგვრელი სტილია, მისი თამამი და ექსპრესიული ხასიათი იზიდავს ექსპერიმენტატორებს, თავდაჯერებულ და შემოქმედებითი ნატურის მქონე ადამიანებს.
პოპ-არტის ინტერიერი იდეალურია ახალგაზრდული არტ-კაფეების გასაფორმებლად, რომლებიც ასე პოპულარულია ჩვენს დროში. კრეატიულმა ადამიანებმა კი მისი მეშვეობით შეძლეს სახლების გარდაქმნა ნათელ სტუდიებად. რაც შეეხება სიმშვიდის მოყვარულ ადამიანებს, მათთვის პოპ-არტი ნაკლებად მიმზიდველი აღმოჩნდა მყვირალა და გამომწვევი  ფორმების და ფერების გამო. ამიტომ, არჩევანის გაკეთებამდე, სჯობს დაზუსტებით იმის ცოდნა, რომ ეს ზუსტად ის სტილია, რაც ხელს შეუწყობს პოზიტიურ განწყობას, თვითრეალიზებას, შთაგონებას, კრეატიულობას და არა პირიქით: დაამძიმებს და დათრგუნავს. ბევრი ადამიანისთვის რთულია კომფორტულად იგრძნოს თავი ასეთი მკვეთრი ფერებისა და აქსესუარების „აჯანყებაში“. დიზაინერების რჩევაა, არ გააფორმოთ ყველა ოთახი ერთდროულად, არამედ ჯერ მხოლოდ ერთ ოთახში„მოირგეთ“ სტილი და ამის შემდგომ ეტაპობრივად გადადით სხვა ოთახების გაფორმებაზე.

პოპ-არტი დეკორი


როგორ ამოვიცნოთ "პოპ-არტი"?

ინტერიერის შესაქმნელად გამოიყენება მარტივი და იაფი მასალები, ძირითადად პლასტმასი. მბზინავი ზედაპირები; მოციმციმე ელემენტები; მკვეთრი კონტრასტები; ორიგინალური სკულპტურები; მყვირალა ფერის ავეჯი; არალოგიკურად დაკავშირებული, მაგრამ თავსებადი ნივთები; პლასტმასის და მინის ორიგინალური ვაზები - ეს პოპ-არტია! აქ ნებისმიერი ნივთი შეიძლება გახდეს ხელოვნების ნიმუში. მისასალმებელია ხელნაკეთი ნივთები. სტილს ამოცნობა არ გაგიჭირდებათ, როცა იცნობთ მის ძირითად მახასიათებლებს.

სტილის მთავარი მახასიათებლები:

1. სხვადასხვა სტილის ეკლექტიკური ნაზავი, დასაშვებია წინა ეპოქის დეტალების გამოყენება;
2. ნათელი ლაქების სიმრავლე თეთრ ფონზე;
3. მოციმციმე კონტრასტული ფერები და შუქჩრდილები;
4. პორტრეტები და პრინტები ცნობილი ადამიანების გამოსახულებებით;
5. არასტანდარტული, ფუტურისტული ფორმის ავეჯი მომრგვალებული კონტურებით.
6. ფორმების, ჩრდილების და ტექსტურების „აჯანყება“;
7. პრიალა და ბზინვარე ზედაპირების სიმრავლე;
8. ორიგინალური აქსესუარები, უპირატესობა ენიჭება ხელნაკეთ ნივთებს;
9. პოსტერები და პლაკატები ანიმაციური ფილმების თემატიკით.

პოპ-არტის ანატომიური სავარძლები


ავეჯი

პოპ-არტის სტილის ავეჯი ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური ხაზია ავეჯის წარმოებაში. ინტერიერის მთავარი შტრიხი სხვადასხვა ფორმისა და ზომის თვალშისაცემად კაშკაშა, მბზინავი ავეჯია, რომლის ფორმები აუცილებლად უნდა იყოს მომრგვალებული და არავითარ შემთხვევაში - სწორი და წახნაგოვანი. ავეჯის შერჩევის დროს გახსოვდეთ რომ პოპ-არტის მთავარი დევიზი მინიმალური რაოდენობა და მაქსიმალური ფერებია. თუ გინდათ რომ სრულფასოვანი შედეგი მიიღოთ, დაივიწყეთ მასიური კარადები და კომოდები. აქცენტი გააკეთეთ ჩაშენებულ თაროებზე და ნიშებზე. ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ავეჯზე დაპრინტული ცნობადი სახეების და პოპულარული ანიმაციური ფილმების გმირების სილუეტები. ავეჯი ტრანსფორმერი, ბუნებრივი ან ხელოვნური ტყავისგან დამზადებული დივანები და საწოლები იდეალურად ეთავსება სტილს და მას კომფორტულობას ანიჭებს.

ავეჯის ძირითადი მახასიათებლი:

1. უკარკასო სტრუქტურები (პუფები, ანატომიური სავარძლები და ა.შ...);
2. დაბალი, მრგვალი მაგიდები მოხატული მინის ზედაპირებით;
3. დივნებზე, საწოლებზე და იატაკზე მიმოფანტული დიდი რაოდენობის დეკორატიული ბალიში, ცნობილი ადამიანების პორტრეტებით;
4. პრიალა და ფერადი პლასტმასის სკამები;
5. კედლებში ჩაშენებული თაროები ან ნიშები;
6. საგარდერობე ნივთების ჭარბად ქონის შემთხვაში, უმჯობესია დეკორატიული ტიხრის გაკეთება ან ცალკე ოთახის გამოყოფა შესანახად.

სამზარეულო პოპ-არტის სტილში


განათება

პოპ-არტში განათებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, რადგან მან უნდა „შეკრას“  სტილი და დაასრულოს მთლიანი სურათი. ჭაღები, იატაკის და კედლის ნათურების შერჩევა ხდება იმის მიხედვით, თუ რამდენად კაშკაშა და ბრჭყვიალაა ის. რაც უფრო პრეტენზიული დეტალები და ორიგინალური ფორმის დიზაინი ექნება ამ სანათ მოწყობილობებს, მით უფრო იდეალურად მოერგება პოპ-არტის სტილს.
შეგიძლიათ თავად შექმნათ ორიგინალური ნათურები საკუთარი ხელით, მთავარია კრეატიული აზროვნება და თამამი ექსპერიმენტების სიყვარული. იდეების ფრთაშესასხმელად გამოგადგებათ ყოველგვარი მონარჩენი მასალა და ძველი ნივთები.

ასეთი მასალებია:

1. პატეფონის ფირფიტები;
2. დისკები;
3. პლასტმასის ბოთლები;
4. პლასტიკატი;
5. მინა;
6. ქსოვილი;
7. მუყაო;
8. ფერადი ქაღალდი.

პოპ-არტი ორიგ. დიზაინი


გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები