სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია
სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.
ოჯახის წევრების საყვარელი თავშეყრის ადგილი სამზარეულოა, ამიტომ მას ხშირად სახლის გულსაც უწოდებენ და თუ სამზარეულოს დიზაინი ამავდროულად კომფორტულია და ოჯახის თითოეული წევრის გემოვნებაზეა მორგებული, მაშინ იქ გატარებული დრო ორმაგად სასიამოვნო ხდება. სამზარეულოში ასეთი გარემოს შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანია ფერების სწორი არჩევანი. ავეჯის, კედლების, ტექსტილის, დეკორის ფერები და მათი სწორი შეხამება დიდ გავლენას ახდენს ყოველდღიურ განწყობაზე, ურთიერთობებზე, ხასიათზე და თქვენ წარმოიდგინეთ მადაზეც კი. კომფორტული სამზარეულო ოჯახის თითოეული წევრისთვის სხვადასხვაგვარად აღიქმება: ერთისთვის -კაშკაშა, მხიარული, ფერადი სივრცეა, მეორესთვის - დამამშვიდებელი, მყუდრო გარემო , მესამესთვის კი სოფლის სისადავე და პასტელის მსუბუქი ფერები ინტერიერიში.
ამიტომ, სამზარეულოსთვის ფერების შერჩევა საყურადღებო და შრომატევადი პროცესია; მოითხოვს ცოდნას, ძალისხმევას და ოჯახის თითოეული წევრის ხასიათის და ჩვევების გათვალისწინებას.
საიდან დავიწყოთ?
ხარისხიანად დამზადებული სამზარეულოს ავეჯი უნდა ინარჩუნებდეს მდგრადობას, საწყის ვიზუალს, ფორმას, ფერს და სიამოვნებას ანიჭებდეს მფლობელს ათწლეულების განმავლობაში, ამიტომ სანამ ფერების არჩევამდე მიხვალთ, მნიშვნელოვანია, ყურადღებით შეარჩიოთ ისეთი ავეჯის დამამზადებელი კომპანია, რომლის ნაწარმიც ყველა ამ სტანდარტს გარანტირებულად აკმაყოფილებს. კომპანია „მეტრიქსთან“ თანამშრომლობის შემთხვევაში, კომპანიის დიზაინერი შეისწავლის თქვენი სამზარეულოს ინდივიდუალურ მახასიათებლებს, სახლის ერთიან ვიზუალს, წევრების ხასიათს, ასაკსა და მოთხოვნებს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეადგენს შესაბამის დიზაინპროექტს ან მოგცემთ კვალიფიციურ რჩევებს თუ როგორ უნდა აარჩიოთ და შეუხამოთ ფერები სამზარეულოში.
ფერების შეთავსება ფართის მიხედვით
სამზარეულო რომ იდეალური გამოვიდეს, მარტო ავეჯის და კედლების ფერის შერჩევა არ არის საკმარისი. სანამ ავეჯის შეკვეთას განახორციელებთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ ისეთი მონაცემები, როგორიცაა
კონკრეტული ფართის პარამეტრები:
1. პატარა ფართის სამზარეულოსთვის შეარჩიეთ რბილი და ნათელი ფერები, რაც ვიზუალურად გაადიდებს ოთახს და ინტერიერიც ფართო და ნათელი გამოჩნდება. ამ შედეგის მისაღებად მოერიდეთ მუქი, ჩაჟამული ფერების გამოყენებას, ასეთი ფერები რეალურად სივრცეს ამძიმებენ;
2. დიდი მოცულობის ფართი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ფერების მთელი სპექტრი როგორც კედლების, იატაკისა და ჭერისთვის, ასევე სამზარეულოს ავეჯისთვისაც. მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც აუცილებელია ზომის და ფერის თანაფარდობის დაცვა, რათა ავეჯის არასწორმა შეფერილობამ არ შეამციროს სამზარეულოს სივრცე. მაგალითად, დიდი გაბარიტების მქონე ავეჯისთვის შავი ფერი, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცუდი არჩევანია, რადგან ასეთი კომბინაცია „ნთქავს“ სივრცეს და ავეჯი უბრალოდ დიდ, ბნელ ლაქას ემსგავსება.
3. წაგრძელებული, მართკუთხა ტიპის სამზარეულოს ზონირება შესაძლებელია სწორი ფერების გამოყენებით. მაგალითად თუ ღია ფერის კედელზე დაამონტაჟებთ იდენტური ფერის გარნიტურს, ეს კომბინაცია გამოაჩენს იმაზე დიდ სივრცეს, ვიდრე რეალურად არსებობს და ვიზუალურად შექმნის კვადრატის ფორმის ილუზიას.
ფერების კომბინაცია ინტერიერში
სამზარეულოს ავეჯისთვის ფორმის, ფერის და მასალის შერჩევა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმ სივრცის მონაცემებზე, სადაც უნდა განთავსდეს ავეჯი. სამზარეულოს ინტერიერის ფერების იდეალურად შეთავსებისთვის გადამწვეტი როლი ენიჭება კედლების ფერს. განვიხილოთ რამდენიმე ვარიანტი:
მონოქრომული:
როდესაც ავეჯის ფერი მიახლოებულია კედლების ფერთან, მაგალითად, როცა კედელი პასტელის ფერებშია, გარნიტურიც იმეორებს ნაზ გამას რამდენმე ტონის განსხვავებით.
კონტრასტული:
როცა ავეჯი მკვეთრად კონტრასტულია კედლის ფერთან. მაგალითად, დიზაინერები ხანდახან იყენებენ ასეთ თამამ და ნათელ კომბინაციას - კაშკაშა ყვითელი გარნიტური ნაცრისფერი კედლების ფონზე.
ერთი ერთში:
როცა კედლები და გარნიტური ერთ ფერშია გადაწყვეტილი. დღესდღობით ეს ვარიანტი განსაკუთრებით პოპულარულია. ასეთი კომბინაცია ფართის მოცულობითი ვიზუალის გაზრდის ხარჯზე ხსნის აქცენტს გარნიტურიდან და აქტუალურია სტუდიოს ტიპის სამზარეულოებისთვის.
კედლის ფერის არჩევის ძირითადი წესები:
1. დიდი ზომის ფიგურები კედლის საფარზე ვიზუალურად ამცირებს ოთახის ზომას;
2. პატარა ზომის ფიგურები კი პირიქით, სივრცეს იმაზე დიდს აჩენს, ვიდრე სინამდვილეშია;
3. გადამკვეთი ზოლების ტიპის გეომეტრიული ფიგურები (რომელიც წააგავს ორნამენტს შოტლანდიურ კილტებზე) ქმნის უსასრულო სივრცის ილუზიას;
4. ვერტიკალური ხაზები კედელზე ვიზუალურად ამაღლებს ჭერს;
5. ჰორიზონტალური ზოლები ფართოს აჩენს ოთახს და თითქოს ამცირებს სიმაღლეს;
6. დიაგონალური ხაზები დინამიკას ანიჭებს სივრცეს და ქმნის მოძრაობის ილუზიას;
7. ტექსტურული საფარი ექსტრაორდინალურია: ფერების და ტექსტურების თამაშით მიიღება ბევრი საინტერესო ეფექტი;
ფერების შეთავსება სამზარეულოს ავეჯისთვის
გარნიტური ერთ ფერში მოსაწყენია და სწრაფად ბეზრდება ადამიანს. შესაფერისი გამოსავალი რამდენიმე ფერის შეთავსებაა. სამზარეულოს ავეჯის ფერების კომბინირების რამდენიმე ძირითადი ვარიანტის გამოყენებით შესაძლებელია იდეალური კომბინაციის შერჩევა.
1. ყველაზე პოპულარული კომბინაცია ნაკლებად კონტრასტული ფერებია ზედა და ქვედა კარადებისთვის, როცა ზედა კარადები რამდენიმე ტონით განსხვავდება ქვედა ნაწილისგან;
2. ზედა და ქვედა კარადები მზადდება სხვადასხვა ფერებში მკვეთრი კონტრასტული კომბინაციის გამოყენებით. მაგალითად, თეთრი ზედა ნაწილი წითელ ქვედა კარადებთან.
3. ორი ფერის კომბინაციის გამოყენებით სამზარეულოში შესაძლებელია სივრცის დელიმიტაცია: მანძილის ვიზუალურად გაზრდა ჭერამდე;
4. ფასადის ჭადრაკისებური კომბინაციის გამოყენებით შეძლებთ ხელსაყრელი აქცენტების გაკეთებას, აგრეთვე სამზარეულოდან სასადილო ზონის გამოყოფას.
დიზაინერის რჩევები:
სამზარეულოს ფერთა შეხამება რომ იდეალური გამოვიდეს უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:
* სამზარეულოს გარნიტურში ორზე მეტი ფერის კომბინაცია ხშირად წამგებიანია;
* ორი ფერის შეხამების შემთხვევაში სჯობს ზედა კარადები უფრო ღია ტონალობის იყოს, ვიდრე ქვედა;
* ვიზუალურად მომგებიანია მონოქრომული სამზარეულო, რომლის ფერებიც ლავირებს ღია კრემისფერიდან მუქ ყავისფერამდე;
* რამდენიმე ფერის კომბინაციის შემთხვევაში, დომინანტი ფერი უნდა იყოს მხოლოდ ერთი;
* სამზარეულოს ინტერიერის დიზაინზე მუშობისას მთავარი აქცენტი გააკეთეთ ავეჯზე;
* თუ კაშკაშა ფერის ავეჯის შეკვეთა გადაწყვიტეთ, მაშინ სჯობს კედლები მშვიდ, ნეიტრალურ ფერებში შეღებოთ.
კომპანია "მეტრიქსი" გისურვებთ წარმატებას!