rogor-shevkmnat-brutaluri-stili
ინტერიერის დიზაინერი

როგორ შევქმნათ ბრუტალური სტილი?

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1149

0

28.07.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

ბრუტალური სტილი წარმოიშვა დიდ ბრიტანეთში და მყისიერად გავრცელდა სხვა ქვეყნებში.  XX საუკუნის 70-იან წლებში მისმა პოპულარობამ უმაღლეს პიკს მიაღწია.
ბრუტალური სტილი არ არის დიზაინის დამოუკიდებელი მიმართულება, ის უფრო ინდივიდუალობის გამოვლინებაა, რომლის წარმოჩენა შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ დიზაინში. მაგალითად, შესაძლებელია განსაზღვრული ინტერიერი განეკუთვნებოდეს ლოფტის მკაცრ დიზაინს და ამავდროულად აღიქმებოდეს  ბრუტალურ, სკანდინავიურ ან მინიმალისტურ სტილად.
კლასიკური გაგებით ბრუტალიზმი არის მამაკაცურობა, ამიტომ ზოგისთვის პირდაპირ ასოცირდება მამრობით სქესთან. გენდერული საზღვრების ბალანსმა თანდათან შეცვალა ძველმოდური გაგება. დღეს ბევრი ქალისთვის მისაღებია მამაკაცური, მკაცრი ხასიათის შტრიხები, ამიტომ არავის უკვირს, როცა ქალი ირჩევს ბრუტალურ სტილს, რომელიც შეიძლება მკაცრად, ძალიან თამამად და აგრესიულადაც კი გამოიყურებოდეს. მაგრამ მაინც, ყველაზე ხშირად, ასეთ ინტერიერს მარტოხელა მამაკაცები ამჯობინებენ.


ბრუტალური სტილი ინტერიერში

ვის შეეფერება?

უმეტესად ამ სტილს ირჩევენ დიდი ქალაქების მაცხოვრებლები, რომლებიც აფასებენ თავის დროს და არჩეული აქვთ აქტიური, იმპულსური ცხოვრების რიტმი. ბრუტალური სტილის განსაკუთრებული მოთხოვნაა, რომ სახლის დიზაინი ცალსახად შეესაბამებოდეს მფლობელის ხასიათს.
როგორც აღვნიშნეთ, ბრუტალური ინტერიერი მოთხოვნადია არა მხოლოდ მამაკაცებში, ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ქალებშიც და ის მიდგომა რომ ბრუტალური ინტერიერი შეესაბამებოდა მხოლოდ დასაოჯახებელ მამაკაცს, აღარ არის აქტუალური. დღეს საქმიანი ქალის ოთახის ამ სტილით გაფორმება საკმაოდ მოდურად ითვლება.


ბუტალური სტილი

შექმენი სტილი "მეტრიქსის" დიზაინერთან ერთად!

მეტის გაგება

ოთხი ძირითადი კომპონენტი ინტერიერის შესაქმნელად

1. ცივი ჩრდილები

დიზაინის ყველა მიმართულებაში ფერთა სქემა ყოველთვის მნიშვნელოვანია, ბრუტალური სტილის შემთხვევაში კი მას მთავარი როლი აკისრია. თუ გსურთ სახლში შექმნათ ჭეშმარიტი ბრუტალური გარემო, მაშინ სჯობს მაქსიმალურად შეამციროთ თბილი ტონები, რადგან ამას შეუძლია სიმკაცრის შეგრძნების გაქარწყლება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ატმოსფერო პირქუში უნდა იყოს - ნათელი ფერები დაშვებულია როგორც აქცენტები, მაგრამ დაცული უნდა იყოს ბალანსი, რათა შენარჩუნდეს  სტილის ხასიათი.


დიზაინი

2. მინიმუმამდე დაყვანილი დეკორი

ბრუტალური სტილის არსი მდგომარეობს მის სიმარტივეში, რაც მეტია დეკორი და სხვა ზედმეტი ნივთები ბინაში, მით მეტად იფანტება ყურადღება და მთლიანობაში ძნელდება სტილის აღქმა, ამიტომ, სჯობს მოიცილოთ ყველაფერი ზედმეტი რასაც არ აქვს ფუნქციური დანიშნულება - რაც ნაკლებია დეტალები, მით უფრო ადვილია წესრიგის დაცვა. გამონაკლისად ჩაითვლება ისეთი ვარიანტები, რომლებიც ატარებენ მკაფიო სპეციფიკურ დატვირთვას და ხაზს უსვამენ სიტუაციის ზოგიერთ მახასიათებელს.


დეკორი

3. მარტივი ავეჯი

რაც უფრო მარტივად და პრიმიტიულად გამოიყურება ავეჯი, მით უფრო ქმნის სტილის ხასიათს. განსაზღვრული დოზით მისასალმებელია ასკეტიზმიც, ამიტომ, ოთახის ძირითადი ავეჯეულობა შესაძლებელია მიზანმიმართულად დაუდევრად გამოიყურებოდეს, თითქოს მათი გარეგნობაზე არავინ იზრუნა, მაგრამ რეალურად დიზაინის მცირე დეტალიც კი საგულდაგულოდაა შერჩეული. სწორედ ეს არის სტილის ის საკვანძო მოქმედება,  რაც ხაზს უსვამს მთავარ აქცენტებს და კრავს მთლიან სურათს.   
ისეთი ელემენტების არსებობა, რომელიც მიანიშნებს ავეჯის სოლიდურ ასაკზე (ჟანგიანი ლითონის დეტალები, ხელოვნურად დაძველებული ტყავი, დაბზარული ნატურალური ხე) იდეალურად ჯდება ბრუტალური ინტერიერის ესთეტიკაში და მატებს მას ავთენტურობას.


მარტივი ავეჯი

4. თავისუფალი სივრცე

მაქსიმალურად ბევრი თავისუფალი ადგილი! თანამედროვე დიზაინი აპროტესტებს ისეთ დრომოჭმულ მიდგომას, როგორიცაა თავისუფალი სივრცის „რაღაც ავეჯით“ შევსების აუცილებლობა. მით უმეტეს, რომ თანამედროვე სამომხმარებლო ბაზარი იძლევა საშუალებას ყველანაირი ფართის ბინისთვის შეირჩეს ისეთი ავეჯი, რომელიც სრულად შესაბამისი იქნება სტილისა და ზომების თვალსაზრისით.


საძინებელი ბრუტალურ სტილში

განათების სისტემა

სასურველია, ბრუტალური სტილით გაფორმებული ოთახი იყოს დიდი მოცულობის, რომელიც კარგად იქნება განათებული. ამიტომ დიზაინერები პროექტირებისას უპირატესობას ანიჭებენ მინის დიდ ფანჯრებს და კარებს, რაც უზრუნველყოფს ოთახის მაქსიმალურ განათებას დღისით.
ბრუტალური სტილისთვის იდეალურია მრავალდონიანი განათების სისტემა. სწორად შერჩეულ ადგილებში დამონტაჟებულ განათებას შეუძლია ინტერიერში შექმნას აქცენტები. დასაშვებია როგორც ხილული დეკორატიული ნათურები, ასევე მათი სრული დამალვა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს განათების ჩრდილებს - მან ხაზი უნდა გაუსვას ფერთა გამას.
დამატებითი განათებისთვის გამოიყენება იატაკის ნათურები, ჩაშენებული პანელები, კედლის სანათები, აბაჟურები, ლითონის ტორშერები და ა. შ...


განათება ინტერიერში


ავეჯი

ბრუტალური სტილის ავეჯს, თავისი ლაკონური ფორმებით, პრაქტიკულად შეუძლიათ კედელთან „შერწყმა“ და განსაკუთრებული იერსახის შექმნა. სასურველია ავეჯს მართკუთხა ფორმები ჰქონდეს. დიზაინერების რეკომენდაციაა ავეჯი არ განთავსდეს ოთახის ცენტრთან ახლოს, რადგან კუთხეებთან განლაგება იდეალურად წარმოაჩენს მეტ თავისუფალ სივრცეს. ამ სტილის ავეჯს არ სჭირდება დამატებითი დეკორი და გაფორმება. ტყავით ავეჯის დეკორირება ხაზს გაუსვამს სტილის ხასიათს. ასევე შესაფერის მასალად ითვლება უხეშად დამუშავებული ხე და ლითონი.
ხშირ შემთხვევაში ავეჯზე არ მალავენ გარკვეული ტიპის ფურნიტურას, პირიქით  - ის თითქოს თვალსაჩინოდაა „გამოფენილი“ და დამატებითი დეკორის როლსაც კი ასრულებს. ამ სტილის ავეჯის ფერთა გამა ლავირებს ნაცრისფერ, შავ, მუქ ლურჯ ან ყავისფერ ტონებში და უმეტესად გააჩნია სადა ზედაპირები.


ავეჯი ბრუტალური სტილის ოთახისთვის

სასარგებლო რჩევები

   რადგან ბრუტალური სტილი გულისხმობს დიდი რაოდენობით ლითონის გამოყენებას, შესაძლოა ამის გამო ინტერიერი ძალიან „გაცივდეს“, ამ ეფექტის განეიტრალებაში დაგეხმარებათ ლითონის ისეთ ბუნებრივ მასალებთან კომბინაცია, როგორიცაა: მინა, ხე, ქვა, ბეტონი და სხვა...;
   ხის ნედლი ტექსტურის და ფორმის გამოყენება დღესდღეობით აქტუალური ტენდენციაა;
   დაძველებული ხის გამოყენება ინტერიერში  ამძაფრებს და ხაზს უსვამს სტილის ხასიათს;
  •  რეკომენდაციაა თაბაშირისა და ხის ზედაპირები არ დაიფაროს, დასაშვებია მხოლოდ გამჭვირვალე ლაქის გამოყენება;
  •  კედლების დიზაინში მისასალმებელია ბათქაში, აგური და ბეტონი. შპალერი და საღებავი (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ცუდ ტონად ითვლება;
  •  ბრუტალურ სტილის ხასიათს ხაზს უსვამს კომუნიკაციები, რომლებიც ხშირად მიზანმიმართულად არის გაფანტული.


რბილი ავეჯი


გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები