shemosasvlelis-aveji
ინტერიერის დიზაინერი

რა უნდა გავითვალისწინოთ შემოსასვლელის ავეჯის შერჩევისას

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

467

0

07.05.2024

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

რა უნდა გავითვალისწინოთ სახლის შემოსასვლელის ავეჯის შერჩევისას

შესასვლელი სივრცე სტუმრებისთვის სახლზე და მის მეპატრონეზე შექმნილი პირველი შთაბეჭდილებაა. მიუხედავად იმისა, შედარებით პატარაა თქვენი სახლის შესასვლელი, თუ ფართო, აუცილებელია იგი სწორად დააგეგმაროთ, შეუსაბამოთ ის სახლის მთლიან ინტერიერს და შექმნათ ესთეტიკურთან ერთად პრაქტიკული, კომფორტული სივრცე, რომელიც როგორც სტუმრებისთვის, ასევე სახლის მაცხოვრებლებისთვის დადებით ატმოსფეროს შექმნის.

სივრცის ესთეტიკურობისა და ფუნქციურობისთვის, მთავარი - მაინც შემოსასვლელის ავეჯია და დაგეგმარებისას, ჩვენი ყურადღების უმეტესი წილი, სჯობს, სწორედ ამას დაეთმოს. სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სახლის შესასვლელი დააგეგმაროთ სწორი პრიორიტეტებით.


ფუნქციური და დეკორატიული - კედლის სარკე

სარკე შესასვლელი სივრცის განუყოფელი ნაწილია. როგორც სახლიდან გასვლამდე, ასევე შემოსვლისას, ერთ-ერთი პირველი, რასაც თვალებით ავტომატურად ვეძებთ, სწორედ სარკეა. სწორად განლაგებული და დაგეგმარებული სარკეები როგორც ავეჯზე, ასევე კედლებზე, არა მხოლოდ შემატებს თქვენ შესასვლელს ვიზუალურ მიმზიდველობას, არამედ გახდის სივრცეს მაქსიმალურად პრაქტიკულს, სივრცის დანიშნულებიდან გამომდინარე. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოიძიეთ ინსპირაცია, ნახეთ მაგალითები და აუცილებლად გაითვალისწინეთ სახლის მთლიანი ინტერიერი, რათა სარკის დიზაინი მაქსიმალურად მიესადაგებოდეს სახლის ატმოსფეროს.


არ დაგავიწყდეთ, ჩამოსაჯდომი ავეჯი

ხშირად გვხვდება, რომ სახლის შესასვლელი სივრცე სავსეა სხვადასხვა დანიშნულების შემოსასვლელის კარადებით, სათავსოებით და სარკეებით, თუმცა, გამორჩენილია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი - ჩამოსაჯდომი, ნებისმიერი ტიპის ავეჯი. რაც სინამდვილეში, ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია შემოსასვლელ სივრცეში. გირჩევთ, შეარჩიოთ ავეჯის ისეთი დიზაინი, რომელიც არა მხოლოდ კომფორტული და პრაქტიკული, არამედ ვიზუალურად თავსებადი და შესაფერისი იქნება სახლის ინტერიერთან. მაგალითად, ბენჩი, რომელსაც სათავსოც აქვს, პრაქტიკულიცაა და ვიზუალურად მიმზიდველიც. სასურველი ქსოვილის, ზედაპირის და ფერის შეხამებით კი, შეგიძლიათ მაქსიმალურად მოარგოთ ინტერიერს. ასევე, არსებობს შემოსასვლელის კარადები, რომლებსაც აქვთ ჩამოსაჯდომი სივრცე. ეს ვარიანტი გამოგადგებათ, თუ სივრცის ეფექტურად ათვისება და ადგილის დაზოგვა გსურთ. ხოლო, თუ თქვენი შემოსასვლელის ზომა ამის საშუალებას იძლევა, შესანიშნავი არჩევანია დივანი ან სავარძელი, რომელიც ასევე სათავსოებით შეიძლება იყოს.

გაიგე მეტი კარადის სახეობებზე

მეტის გაგება

 
​​​​​​​განათება მნიშვნელოვანია


როდესაც ოთახში საკმარისი რაოდენობით ბუნებრივი სინათლე ვერ ხვდება, რაც ხშირად დამახასიათებელია სახლის შემოსასვლელი სივრცეებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნური განათების სწორად შერჩევა. სწორ განათებას შეუძლია თქვენი შემოსასვლელი სივრცის ვიზუალური ეფექტი გააათმაგოს და ის უფრო ატმოსფერული გახადოს. ის, თუ როგორ განათებას შეარჩევთ, სივრცის ზომაზე და თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.


შეგიძლიათ ტრადიციული, ჭაღის ძირითადი განათება არჩიოთ. ჭაღები ფუნქციურობასთან ერთად, ვიზუალურადაც საკმაოდ ეფექტურია და ბაზარზე სხვადასხვა ტიპისა და დიზაინის არჩევანიც ფართოა.

ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ კომბინაციაში გარემომცველ განათებასთან. ძირითადი და გარემომცველი განათებების ერთდროულად გამოყენება სასურველ შედეგს ნებისმიერ ოთახში მოგცემთ.


ისეთი ადგილებისთვის კი, რომელიც მეტად გამოკვეთა გსურთ, ან უბრალოდ ფიქრობთ, რომ მეტი განათება ესაჭიროება, შეგიძლიათ გამოიყენოთ აქცენტური განათება. ინტერიერის დიზაინერები აქცენტური განათებების შერჩევისას რეკომენდაციას განსაკუთრებით მძლავრ სანათებსა და მინიატიურულ ჭაღებს უწევენ. ამასთან ერთად, აქცენტური განათებებია სარკის განათება, კედლის ბრა, ტორშერი, ჩაშენებული ლედ განათებები და ა.შ.


გირჩევთ, ეფექტური აქცენტური განათების შესაქმნელად ჭაღისთვის, კედლის ბრისთვის და სხვა ტიპის განათებებისთვის მარეგულირებელი ჩამრთველები გამოიყენოთ.


შემოსასვლელის კარადები და სათავსოები

სახლის შემოსასვლელში კარადები და სათავსოები უმნიშვნელოვანესია, რადგან უამრავია ნივთი, რომელიც როგორც წესი, შემოსასვლელში უნდა იყოს განთავსებული - ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ქოლგები, სხვადასხვა აქსესუარები და გასაღებები. იმისთვის, რომ ეს ნივთები არ გაიფანტოს, განთავსდეს მოწესრიგებულად და არ შეიქმნას ქაოსი, აუცილებელია სწორად შეარჩიოთ შემოსასვლელის ავეჯი, უფრო კონკრეტულად კი, კარადები და სათავსოები.


თუ თქვენი სახლის შესასვლელის სივრცე ამის საშუალებას გაძლევთ, კარგი იქნება თუ შესასვლელის ავეჯის შერჩევისას, სპეციალურ სათავსოს სახლის მოვლის საშუალებებისთვის - მტვერსასრუტისთვის, ცოცხისა და საწმენდი ჯოხებისთვისაც გამოყოფთ. ეს დაგეხმარებათ სახლში ნივთების უკეთ ორგანიზებაში, რაც თავიდან აგაცილებთ არეულობას და დამატებით ქაოსს.


დიზაინი და დეკორი, პერსონალური შტრიხები და ხასიათი


შეიტანეთ შემოსასვლელი სივრცის დიზაინში დეკორატიული აქცენტები და გამწვანება, რომელიც თქვენს და სახლის სტილს და ხასიათს ასახავს. შემოსასვლელს ძალიან უხდება ჩარჩოში ჩასმული ნამუშევრები, საოჯახო ფოტოები ან სხვა მსგავსი შტრიხები, რაც უფრო თბილ და ოჯახურ ატმოსფეროს შექმნის. ასევე, ყვავილები ან ქოთნის მცენარეები, რომლებიც სპეციალურად მსგავსი სივრცეებისთვისაა განკუთვნილი, გაახალისებს ინტერიერს და მეტ სიცოცხლეს შემატებს თითოეულ დეტალს.

​​​​​​​

საბოლოოდ, სახლის შემოსასვლელი სივრცის მოწყობას ფიქრი და დაგეგმარება ჭირდება. აუცილებელია, ვიზუალურ მახასიათებლებთან ერთად, სივრცე პრაქტიკული და მოსახერხებელი იყოს. განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შევარჩიოთ შემოსასვლელის ავეჯი, რომელიც 

შეასრულებს როგორც სათავსოების, ასევე ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაში დაგეხმარებათ. მიუხედავად იმისა, რა ზომისა და მასშტაბისაა თქვენი სახლის შესასვლელი, კარგი იქნება, თუ სივრცეს გონივრულად აითვისებთ, არ გადატვირთავთ დეკორატიული ნივთებით და თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, პრიორიტეტულ დეტალებს წინასწარ გაითვალისწინებთ.


წარმატებებს გისურვებთ!

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები